ჰიპოთირეოზი არ იკურნება, ადამიანთა უმრავლესობას ის აქვს მთელი ცხოვრების მანძილზე. დროთა განმავლობაში ჰიპოთირეოზი შეიძლება გახდეს მეტ-ნაკლებად მძიმე, რის შედეგადაც შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის კორექცია. თქვენ უნდა შეეგუოთ მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობის აუცილებლობას. არ უნდა შეწყვიტოთ თიროქსინის მიღება თვითნებურად, და თუ მაინც შეწყვეტთ, სიმპტომები ისევ დაბრუნდება. თუ თქვენ ასრულებთ მკურნალი ექიმის მითითებას და ყოველდღიურად იღებთ თიროქსინის შერჩეულ დოზას, ჰიპოთირეოზი სრულყოფილად იქნება გაკონტროლებული მთელი სიცოცხლის მანძილზე. კარგად კონტროლირებული ჰიპოთირეოზი უარყოფით გავლენას ვეღარ იქონიებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.